უკრაინაში კორონავირუსით მღვდელი დაინფიცირდა, მასთან კონტაქტი 500 ადამიანს ჰქონდა

უკრაინაში, ტერნოპოლის რეგიონში ახალი კორონავირუსით მღვდელი დაინფიცირდა.

სასულიერო პირი საავადმყოფოში 19 მარტს გადაიყვანეს. ის ახლა ტერნოპოლის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის პალატაშია მოთავსებული.

პოლიციამ მისი კონტაქტების ჯაჭვში დაახლოებით 500 ადამიანი დათვალა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანტონ გერაშენკომ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში თქვა

"ჩვენ შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ მღვდელმა ეკლესიაში მსახურება აღავლინა, ჩაატარა დაკრძალვის რიტუალი. ახლა მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს ვეძებთ".

გერაშენკომ ყველას, ვისაც კავშირი ჰქონდა ამ კონკრეტულ სასულიერო პირთან, სახლში დარჩენა სთხოვა.

"ამაში არაფერია სამარცხვინო. როცა მას თქვენთან კავშირი ჰქონდა, არ იცოდა, რომ ინფიცირებული იყო", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

24 მარტის 20:00 საათის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 401 183 შემთხვევაა გამოვლენილი.

მათგან უკრაინაში 97. დაღუპა 3 ადამიანი.

კომენტარები