ლარის გაუფასურება

ბოლო კვირაში ლარზე მეტად დოლართან არც ერთი ვალუტა გაუფასურებულა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

18 მარტიდან მოყოლებული ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 20%-ით გაუფასურდა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ვალუტის შემთხვევაში.

თუ ერთი კვირის წინ ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.79 დოლარი იყო, ახლა ვალუტის გადაცვლის სისტემებში ერთი დოლარი 3.47 ლარი ღირს.

ბოლო კვირაში ლარის შემდეგ დოლართან მიმართებით ყველაზე მეტად გაუფასურებული ვალუტები ინდონეზიური რუპია და ზამბიური კვაჩაა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსული რუბლი დოლართან ბოლო კვირაში დაახლოებით 3.9%-ით გაუფასურდა, სომხური დრამი - 1.2%-ით, თურქული ლირა 0.66%-ით, ხოლო აზერბაიჯანული მანათი დოლართან მცირედით გამყარდა.

24 მარტის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.4494 ლარი გახდა, ერთი ევროსი კი - 3.7436 ლარი.

24 მარტს ეროვნულმა ბანკმა გამოაცხადა, რომ ლარის გაუფასურების შესამცირებლად უცხოური ვალუტის რეზერვებიდან 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. კორონავირუსის კრიზისის ფონზე ეროვნულმა ბანკმა ჯამში უკვე გაყიდა 60 მილიონი დოლარი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები