კორონავირუსი

მოსკოვის მერი პუტინს: რეალურად, მოსკოვში მნიშვნელოვნად მეტი COVID-19-ით დაავადებული პირია

Sputnik/Alexey Druzhinin/Kremlin via REUTERS

მოსკოვის მერმა, სერგეი სობინიანიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ მოსკოვში, რეალურად, უფრო მეტი კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანია, ვიდრე ინფორმაცია აქვთ. 

სობინიანის თქმით, მოსკოვში კორონავირუსით ონფიცირებულთა რეალური რაოდენობა უცნობია, თუმცა ის სწრაფად იზრდება.

სობინიანის თქმით, ბევრი მოსკოველი, რომელიც საზღვარგარეთიდან არის ქვეყანაში დაბრუნებული, თვითიზოლაციაშია, თუმცა მათ კორონავირუსზე ტესტი არ ჩატარებიათ. 

"რეალურად, მნიშვნელოვნად მეტი დაავადებული ადამიანია", - უთხრა მოსკოვის მერმა პუტინს.

ვლადიმერ პუტინი მოსკოვის გარეუბნებანში მდებარე საავადმყოფოს, სადაც COVID-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ, სპეციალური აღჭურვილობით ესტუმრა. 

პუტინმა მანამდე თქვა, რომ სიტუაციას აკონტროლებენ. სამშაბთს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კლუბები, ბავშვთა გასართობი ცენტრები და კინოთეატრები დაიხურა. 

ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით 495 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 1 პირი, გამოჯანმრთელდა 22. 

10 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში რუსი აქტივისტი და ექიმი, ანასტასია ვასილევა ამბობს, რომ ქვეყანაში ხელისუფლება ცდილობს, ხელოვნურად შეამციროს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი და სიმპტომების მქონე პირებს პნევმონიის მქონე პაციენტებად ნიღბავს. ის ხელისუფლებას ტყუილსა და კორონავირუსის გავრცელების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

კომენტარები