კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა

GETTY IMAGES

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით 73 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 10 ადამიანი გამოჯანმრთელებულია. 

ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, თქმით, სამი ახალი შემთხვევიდან ერთი საფრანგეთს უკავშირდება, ორი კი - აშშ-ს. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კარანტინში 4 055 ადამიანია მოთავსებული. ამასთან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული. 

კომენტარები