კორონავირუსი საქართველოში

მეუფე გერასიმემ სასულიერო პირებთან ერთად ზუგდიდის ქუჩები აკურთხა

0 კომენტარი
ფოტო: livepress

კორონავირუსის გამო, მეუფე გერასიმემ სასულიერო პირებთან ერთად ზუგდიდის ქუჩები აკურთხა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შემავალი ეკლესიის მღვდელმსახურები ე.წ პიკაპის ტიპის ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ და ნაკურთხ წყალს აპკურებდნენ.

ფოტო: livepress

23 მარტს მარნეულში, სადაც მკაცრი საკარანტინო წესები მოქმედებს, ადგილობრივმა სასულიერო პირებმა ქუჩებს ნაკურთხი წყალი ასხურეს. 

ახალი კორონავირუსის გაზრდილი რისკის ფონზე არაერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ საჯარო ღვთისმსახურებებისა და წესების აღსრულება შეაჩერა - მათ შორის, მსოფლიო საპატრიარქომ, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც ღვთისმსახურებებს აჩერებს და არც ზიარების წესს ცვლის.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 22 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმრავლესობაში საკვირაო წირვა აღევლინა, მათ შორის სამების ტაძარში, რომლის შემდეგაც მორწმუნეებმა ერთი კოვზით ზიარება მიიღეს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები