კორონავირუსი საქართველოში

თბილისის მერიის ფეისბუქ გვერდზე ქართველი მომღერლები ონლაინ კონცერტებს გამართავენ

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის მერია

თბილისის მერიის ფეისბუქ გვერზე ქართველი მომღერლები და მუსიკოსები ონლაინკონცერტებს გამართავენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერია ამ გზით საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. 

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო ადამიანების გამხნევებას ემსახურება. 

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ რთულ ვითარებაში ადამიანებს, რაღაცნაირად ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და გაგახალისოთ, გაგამხნევოთ ქართული სიმღერებით. მოწოდება — დარჩი სახლში, რა თქმა უნდა, ძალაშია. დარჩით სახლში, ჩვენ ვიწყებთ ძალიან მაგარ პროექტს #უსმინეთბილისს. თქვენ სახლიდან გაუსვლელად გექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინოთ ცნობილ ქართველ მომღერლებს, რომლებიც მუსიკალურ ნომრებს თქვენთვის შეასრულებენ," - თქვა კახა კალაძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები