ალბერ უდერზო

კომიქსის Astérix თანაავტორი ალბერ უდერზო გარდაიცვალა

0 კომენტარი
ფოტო: Le Parisien

92 წლის ასაკში, ფრანგი კომიქსების მხატვარი, ალბერ უდერზო გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა სახელდება. 

უდერზო 40-იანი წლებიდან ფრანგული კომიქსების შექმნაში მონაწილეობს. 1959 წელს რენე გოსინისთან და სხვა მხატვრებთან ერთად ქმნის ჟურნალს Pilote. სწორედ ამ ჟურნალში გამოჩნდა პირველად გოსინი-უდერზოს თანამშრომლობის პროდუქტი - თავგადასავლების მაძიებელი გალი, სახელად ასტერიქსი. 

Astérix ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფრანგული კომიქსების სერიაა, რომლის მიხედვით არაერთი ანიმაცია და ფილმია გადაღებული. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები