ახალი კორონავირუსი

WHO-ს დირექტორი: ამ პანდემიასაც გადავლახავთ, საკითხავი ისაა, რა დაგვიჯდება ეს

0 კომენტარი
ფოტო: WHO

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრაიესუსმა, ოთხშაბათს ბრიფინგი გამართა და მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნების უკანასკნელი სურვილი სკოლებისა და კომპანიების გახსნა უნდა იყოს.

"უკანასკნელი სურვილი რაც ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ სკოლებისა და ბიზნესების გახსნაა, რადგან მალევე მოუწევთ დაკეტვა [ახალი კორონავირუსის] შემთხვევების აღორძინების გამო", - თქვა მან.

გებრაიესუსის თქმით, არსებობს 6 ქმედება, რაც ქვეყნებმა უნდა გააკეთონ:

  • ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა, გამოწვრთნა და დასაქმება
  • სისტემის სრულყოფაში მოყვანა საეჭვო შემთხვევების საპოვნელად
  • ტესტების წარმოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა
  • ისეთი ადგილების მოძებნა, რომლებიც კორონავირუსისგან სამკურნალო ადგილებად გადაიქცევა
  • გეგმის შემუშავება კარანტინის შემთხვევებში
  • მთავრობების ყურადღების მიმართვა ვირუსის ჩახშობისკენ

"ეს საშიში ვირუსია. ჩვენ ვეუბნებოდით სამყაროს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა პატარავდება და მოქმედების დრო ფაქტობრივად ერთი, ორი თვის წინ იყო", - თქვა მან.

მისივე თქმით, Covid-19-ით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება - რამდენად მეტი, ეს ჩვენს ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

"ჩვენ აქამდეც გადაგვილახავს პანდემიები და კრიზისები. ამასაც გადავლახავთ. კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად დიდ ფასს გადავიხდით ამაში.

უკვე 16 000 სიცოცხლეზე მეტი დავკარგეთ, კიდევ მეტს დავკარგავთ. რამდენად მეტს, ეს ჩვენს გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული", - თქვა ტედროს ადანომ გებრაიესუსმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები