კორონავირუსი და ეკონომიკა

აშშ-ში უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნები 1000%-ით, 3.3 მლნ-მდე გაიზარდა

0 კომენტარი

აშშ-ს შრომის დეპარტამენტის ცნობით, გასულ კვირას უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნების რაოდენობა 1000%-ზე მეტით გაიზარდა და 3.3 მილიონს მიაღწია.

სამი კვირის წინ უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნები 200 ათასს არ აჭარბებდა, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებული იყო.

ამჟამინდელი მაჩვენებელი კი ყველაზე მაღალია ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში 1967 წლის შემდეგ, საიდანაც შესაბამისი მონაცემების აღრიცხვა დაიწყო. აქამდე ერთ ცალკეულ კვირაში უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნების რაოდენობას 700 ათასისთვის არ გადაუჭარბებია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ ნახევარ განაკვეთზე ან დაბალ შემოსავალზე მომუშავეს შემწეობა არ ეკუთვნის, ისევე, როგორც შეკვეთებზე მომუშავეებს, დამოუკიდებელ კონტრაქტორებს და თვითდასაქმებულებს, თუმცა მთავრობის მიერ შემუშავებული მასტიმულირებელი პაკეტი მათაც ითვალისწინებს.

როგორც აშშ-ს შრომის დეპარტამენტში ამბობენ, მომდევნო კვირაშიც არანაკლებ მაღალი რაოდენობის მოთხოვნებს ელიან.

კორონავირუსით ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის შესარბილებლად, თეთრი სახლი და კონგრესი 2 ტრილიონ დოლარიან მასტიმულირებელ პაკეტზე შეთანხმდნენ.

პაკეტი მოიცავს ამერიკელებისთვის ფულის პირდაპირ დარიგებას, უმუშევრობის შემწეობის გაფართოებას, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ასობით მილიარდი დოლარის სესხებსა და ჯანდაცვის სექტორისთვის დამატებითი რესურსის გამოყოფას.

შედარებისთვის, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის მასტიმულირებელი პაკეტი 800 მილიარდი დოლარის ღირებულების იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები