აშშ - ტაივანი

დონალდ ტრამპმა ტაივანის საერთაშორისო ურთიერთობების მხარდამჭერ კანონს ხელი მოაწერა

0 კომენტარი
ფოტო: Asia Times

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რითაც საერთაშორისოდ აშშ-ს ტაივანისადმი გაზრდილ თანადგომას ავალდებულებს. კორონავირუსის გამო აშშ-სა და ჩინეთის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ჩინეთს ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გააბრაზებს.

ტაივანის მოკავშირეების საერთაშორისო დაცვის და გაძლიერების ინიციატივის (TAIPEI) კანონს ტრამპმა 26 მარტს მოაწერა ხელი. კანონს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. კანონი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ავალდებულებს კონგრესს ამცნოს იმ ნაბიჯებზე, რასაც ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაძლიერებაში გადადგამს. აღანიშნავია, რომ კანონი აშშ-ს ასევე ავალდებულებს, რომ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ტაივანის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ძირს უთხრიან, ჩართულობა, მიდგომა შეცვალოს.

კანონის ერთერთი ავტორის, სენატორ კორი გარდნერი თქმით, კანონი აუცილებელი იყო, რათა მათ ჩინეთის მიერ ტაივანის ჩაგვრისა და წნეხისთვის ეპასუხათ:

"ორპარტიული კანონპროექტი მთლიანი მთავრობისგან მოითხოვს, რომ ტაივანისადმი ჩვენი მხარდაჭერა გაიზარდოს და ქვეყნებს ძლიერ მესიჯს გაუგზავნის - ტაივანისთვის ძირის გამომთხრელი ჩინეთის ქმედებების მხარდაჭერისთვის შედეგები იქნება"

ჩინეთი ტაივანს მის ერთერთ პროვინციად აღიქვამს. ჩინეთი ცდილობს ტაივანის მოკავშირე ქვეყნებისთვის აზრის შეცვლას და მათ არწმუნებს, რომ მხარი დაუჭირონ კომუნისტური ჩინეთის პოზიციას. ტაივანი ასევე ჩინეთს ადანაშაულებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მის ჩართულობას ხელს უშლის. ჩინეთი აცხადებს, რომ რადგან ტაივანს მის ნაწილად თვლის, საერთაშორისოდ ტაივანს მხოლოდ ჩინეთი წარმოადგენს. 

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა აშშ-ს დიპლომატიურ სივრცეში მხარდაჭერისა და საერთაშორისოდ მონაწილეობის უფლების მხარდაჭერისთვის:

"ჩვენ მზად ვართ აშშ-სთან და ქვეყნებთან, რომლებიც მსგავს იდეებს იზიარებენ ვიმუშაოთ რათა თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების საერთო მიზნების პოპულარიზაცია მოვახდინოთ და საერთაშორისო სივრცეში ტაივანი კიდევ უფრო სწრაფვა გავაგრძელოთ".

ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინგ-ვენმა განაცხადა, რომ კანონი აშშ-სა და ტაივანის მეგობრობის და ურთიერთდახმარების დასტური იყო - "ჩვენ ერთად ვმუშაობთ ადამიანის ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხეებზე და ჩვენ საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე".

აშშ-ს ნაბიჯზე პეკინის პასუხი ჯერ არ გაუცია. მანს შემდეგ, რაც აშშ-ის საბრძოლო ხომალდმა ტაივანის ყურეში გაცურა, 26 მარტს ჩინეთმა თქვა, რომ აშშ ტაივანში მის მხარდაჭერით სახიფათო თამაშს თამაშობდა.

5 მარტს აშშ-ში განაცხადეს, რომ ტაივანის გლობალური ჩართულობისთვის აშშ მცდელობებს გააორმაგებდა

ტაივანში ამერიკული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ჯეიმს მორიარტიმ განაცხადა, რომ ტაივანის გლობალური ჩართულობის საჭიროება კორონავირუსის გავრცელებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ტაივანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი არ არის. ტაივანს ჯანმო-ს საგანგებო შეხვედრებზე არ უშვებენ. 2016 წლიდან ჩინეთის წნეხის შედეგად ტაივანს არც ყოველწლიურ ასამბლეასა და ჯანმო-ს ტექნიკურ შეხვედრებზე უშვებენ. აშშ, იაპონია და არაერთი ევროპული ქვეყანა ჯანმო-ს მოუწოდებს, რომ ტაივანი შეხვედრებზე დაუშვას. ტაივანი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან ჯანმოს-გან დროულად ინფორმაციის მიღება არ შეუძლია, ჩინეთს კი ბრალს სდებს, რომ ტაივანში კორონავირუსზე ჯანმო-ს არასწორ ინფორმაციას აწვდის. ამის მიუხედავად, ამჟამად ტაივანი ჩინეთისგან დამოუკიდებლად ჯანმო-სთან პირადი კონტაქტით ცდილობს, რომ გარკვეულ ტექნიკურ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს.

რაც შეეხება აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობას კორონავირუსის ფონზე - 27 მარტს ტრამპმა და სი ძინპინმა კორონავირუსზე სატელეფონო საუბარი გამართეს. ტრამპის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებდნენ. წინა დღით ტრამპმა თქვა, რომ სი ძინპინთან კორონავირუზე პეკინის მიერ მოწოდებულ საეჭვო რიცხვებს განიხილავდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვირუსი ჩინეთში წარმოიშვა და ქვეყანა არასათანადო გამჭვირვალობაში დაადანაშაულა. 

25 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს ინფორმაციას კვლავ უმალავდა, რაც შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ. მან ჩინეთს კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელებაშიც დასდო ბრალი.

17 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა, რადგან მან ახალ კორონავირუსს ჩინური ვირუსი უწოდა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თავად გაავრცელა შეთქმულების თეორია, რომ ვირუსი ჩინეთის ვუხანის რეგიონში, სადაც ის პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ის არმიამ შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 2016 წელს ცაი ინ-ვენი პირველად გახდა პრეზიდენტი, პეკინმა ტაივანის მოკავშირეებზე წნეხი გაზარდა და ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს, იგივე ჩინეთის რესპუბლიკას დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობა ან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ან ტაივანთან, იგივე ჩინეთის რესპუბლიკასთან დაამყაროს. ტაივანს არ აღიარებს მისი უდიდესი მოკავშირე აშშ-იც, თუმცა არაოფიციალური ურთიერთობები გააჩნია, აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ ტაივანის სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები