კორონავირუსი

დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დონალდ ტრამპი / სი ძინპინი

27 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა კორონავირუსის შესახებ სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის Twitter-ის გვერდზე დაწერა:

"ახლახანს დავასრულე ძალიან კარგი საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სისთან. კორონავირუსის შესახებ დეტალურად ვისაუბრეთ, რაც ჩვენი პლანეტის დიდ ნაწილს ძალიან აზიანებს. ჩინეთმა ბევრი გამოიარა და ვირუსს კარგად გაუგო. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. დიდი პატივისცემა!"

საუბრის სხვა დეტალები ჯერჯერობთ უცნობია.

26 მარტს პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან კორონავირუზე პეკინის მიერ მოწოდებულ საეჭვო რიცხვებს განიხილავდა. ტრამპმა სი ძინპინი კორონავირუსთან გამკლავების საკითხში შეაქო, თუმცა, ამავდროულად, აღნიშნა, რომ ვირუსი ჩინეთში წარმოიშვა და ქვეყანა არასათანადო გამჭვირვალობაში დაადანაშაულა.

25 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაოკ პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესკონფერენციაზე, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ვიდეო კონფერენციაზე ვუხანის ვირუსზე, კორონავირუსზე ჩინეთის საერთაშორისო დეზინფორმაციის კამპანია განიხილეს

პომპეომ ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს ინფორმაციას კვლავ უმალავდა, რაც შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.

17 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა, რადგან მან ახალ კორონავირუსს ჩინური ვირუსი უწოდა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თავად გაავრცელა შეთქმულების თეორია, რომ ვირუსი ჩინეთის ვუხანის რეგიონში, სადაც ის პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ის არმიამ შეიტანა.

პეკინი პრეტენზიას გამოთქვამს, როდესაც ახალ კორონავირუს, რომელიც თავდაპირველად 2019 წლის ბოლოს სწორედ ჩინეთში, ხუპეის პროვინციის დედაქლაქში ვუხანში გავრცელდა, ჩინეთის ვირუსს ან ვუხანის ვირუსს უწოდებენ.

26 მარტს აშშ-ში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა ჩინეთს გაუსწრო. ამ დროისთვის, აშშ-ში ვირუსით დაინფიცირების 85 594 შემთხვევა დადასტურდა, ჩინეთში კორონავირუსი 81 340 ადამიანს დაუდასტურდა.

აშშ-ში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით 1 300 ადამიანი გარდაიცვალა, 1 868 კი - გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის ცენტრად ნიუ-იორკი მიიჩნევა. 

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ცნობით, ხალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე გასულ კვირას უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნების რაოდენობა 1000%-ზე მეტით გაიზარდა და 3.3 მილიონს მიაღწია. სამი კვირის წინ უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნები 200 ათასს არ აჭარბებდა, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებული იყო.

ამჟამინდელი მაჩვენებელი კი ყველაზე მაღალია ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში 1967 წლის შემდეგ, საიდანაც შესაბამისი მონაცემების აღრიცხვა დაიწყო. აქამდე ერთ ცალკეულ კვირაში უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნების რაოდენობას 700 ათასისთვის არ გადაუჭარბებია.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად აშშ-ში 47 000-ზე მეტი ქსელური მაღაზია დაიხურა, მათ შორის 90-ზე მეტი ეროვნული მასშტაბის ქსელი. გარდა ამისა, დაიხურა მცირე მაღაზიებიც, რომლებიც ამ სტატისტიკაში აღრიცხული არაა.

მსოფლიოში კორონავირუსი 532 263 ადამიანს დაუდასტურდა. 24 090 გარდაიცვალა, 124 349 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები