კორონავირუსი

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს, მეთ ჰენკოკს კორონავირუსი დაუდასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივან მეთ ჰენკოკს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

ჰენკოკმა ამის შესახებ თავის Twitter-ზე დაწერა. მას ახალი ვირუსის ძალიან არამწვავე სიმპტომები ჰქონდა და ექიმების რჩევით, კორონავირუსის ტესტი ჩაიტარა.

როგორც მეთ ჰენკოკი ამბობს, ის გასული რამდენიმე დღე უკვე სახლიდან მუშაობდა. ჯანდაცვის მდივანი მომავალ ხუთშაბათამდე, 2 აპრილამდე თვითიზოლაციაში იქნება.

ჰენკოკი მოსახლოებას მოუწოდებს, რომ სახლში დარჩნენ.

დღეს, 27 მარტს ახალი კორონავირუსი დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონსაც დაუდასტურდა.

გაერთიანებულ სამეფოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 11,658 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 578 პაციენტი.

კომენტარები