კორონავირუსის ტესტები

შესაძლოა, Amazon-მა კორონავირუსის ტესტების მიწოდება დაიწყოს

ჯეფ ბეზოსი
Reuters

Amazon-ის დამფუძნებელმა და აღამსრულებელმა დირექტორმა, ჯეფ ბეზოსმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ასახულია, როგორ ესაუბრა ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორის.

ბეზოსის თქმით, Amazon უკვე ეხმარება ჯანმოს ვებგვერდისა და ხელოვნური ინტელექტის გამართვაში, ცოდნის გამავრცელებელი კატალობის თარგმნასა და ლოჯისტიკაში.

მან ასევე ისაუბრა სწრაფი ტესტების ხელმისაწვდომობაზე და მიანიშნა, რომ შესაძლოა, მისმა კომპანიამ ჯანმოს ამაშიც გაუწიოს დახმარება:

"ჩვენ ასევე განვიხილეთ COVID-19-ის ტესტების დიდი რაოდენობით წარმოებისა და გავრცელების გადაუდებელი საჭიროება. სწრაფი, ეფექტური და ხელმისაწვდომი ტესტების სიჭარბე გააბრტელებდა მრუდს და დაიცავდა ხალხს მთელს მსოფლიოში. ვუთხარი ბატონ ტედროსს (ჯანმოს დირექტორი), რომ ჯანმოს მომდევნო კვირებსა და თვეებში ყველანაირად დავეხმარებით," - წერს ამაზონის დამუძნებელი.

გაერთიანებულ სამეფოში Amazon UK უკვე დათანხმდა მილიონობით სახლში მისატანი ტესტის მიწოდებას.

სილიკონ ველის სხვა მილიარდერებისგან განსხვავებით, ჯეფ ბეზოსს აქამდე საჯაროდ არ განუცხადებია, გადარიცხა თუ არა თანხა კორონავირუსთან საბრძოლველად.

კომენტარები