კორონავირუსი

სამხრეთ კორეაში COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ ინფიცირებულთა რიცხვს გაუსწრო

STR/AFP via Getty Images

სამხრეთ კორეაში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ინფიცირებულთა რაოდენობას გაუსწრო.  

სამხრეთ კორეაში COVID-19-სგან 4 811 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ქვეყანაში 4 523 ინფიცირებული პირია. 20 იანვრიდან, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების დღიდან, ეს პირველად მოხდა. 

"კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა 50% გამოჯანმრთელების მაჩვენებელი პატარა მიღწევაა, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იზეიმოს", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.   

ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, რომელიც სამხრეთ კორეაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, 96 წლის ჰვონგია. ის ქალაქ ჩენგდოში, ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება. 

სამხრეთ კორეაში, კორონავირუსით, ჯამში, 9 478 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 4 811 გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 144 ადამიანი.

კომენტარები