კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა

2019-nCoV
niaid

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. მონაცემები სპეციალურ საინფორმაციო ვებგვერდზე - stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, 5 ახალი შემთხვევა დღეს საღამოს დაემატა. გამყრელიძის თქმით, ხუთივე შემთხვევა ერთერთი ინფიცირებულ ადამიანს უკავშირდება, რომელსაც კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. 

"ჩამოყალიბდა კიდევ ერთი კლასტერი, ანუ კიდევ ერთი ჯგუფი შემთხვევებისა, რომლებიც ერთმანეთთან არიან კავშირში,"- თქვა გამყრელიძემ ტვ პირველის ეთერში. 

90 ინფიცირებულიდან 16 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 534 ადამიანი. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები სრულად მკაცრ საკარანტინო რეჟიმში არიან. 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

კომენტარები