კორონავირუსი ჩინეთში

ჩინეთში კინოთეატრები კვლავ დახურეს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ჩინეთში გასული 10 დღის განმავლობაში 600-მდე კინოთეატრი გაიხსნა, თუმცა გუშინ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და ისინი კვლავ დახურა.

განკარგულება ჩინეთის კინოს ბიურომ [China's Film Bureau] გამოსცა, თუმცა კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ, რატომ ხურავენ კვლავ კინოთეატრებს.

კინოთეატრების ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ განკარგულება ახალი კორონავირუსის ინფიცირების მეორე ტალღის მოლოდინს უკავშირდება.

28 მარტის მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 81 394 შემთხვევა არის დადასტურებული. გარდაცვლილია 3 295 ადამიანი და გამოჯანრმთელებულია - 74 971.

მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 622 490 ფაქტი არის აღრიცხული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 137 391 შეადგინა, გარდაცვლილია 28 809 ადამიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები