საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ესპანეთს მხარდაჭერას უცხადებს - თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერენში განათდა.
"ვებრძოლოთ პანდემიას ერთად! ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით!" - თბილისის მერიის ცნობით, ეს არის გზავნილი, რომელსაც საქართველო ესპანეთს უგზავნის.
მანამდე, 23 მარტს, თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდა.