ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

0 კომენტარი
ფოტო: telasi.ge

30 მარტს, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები