ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ კინოსტუდიას Disney ფინანსური დარტყმა მიაყენა.
კომპანიის ხელმძღვანელობა 5 აპრილიდან ხელფასების შემცირებას გეგმავს. ყოფილმა მმართველმა და ამჟამინდელმა საბჭოს წევრმა ბობ აიგერმა კრიზისული სიტუაციის დასრულებამდე ხელფასის აღებაზე უარი თქვა.
Disney-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელი ბობ ჩაპეკი ხელფასის 50%-ს აიღებს.
31 მარტის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 147,670 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან განიკურნა 5,945, ხოლო გარდაიცვალა 3,180 ადამიანი.