კორონავირუსი

მარნეულში კორონავირუსი 70 წელს გადაცილებულ ორ ქალს დაუდასტურდა

მარნეულში კორონავირუსი 70 წელს გადაცილებულ ორ ქალს დაუდასტურდა. ორივე მათგანს ორმხრივი პნევმონია აქვს.

"უკვე დაწყებული გვქონდა მკურნალობა სრული კომპლექტით, პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა კლინიკურად. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის გადმოიყვანეს ბოლნისიდან. კლინიკაში შემოსვლისას ჰქონდა 38.5 სიცხე, სუნთქვის უკმარისობა და ორმხრივი პნევმონია" - ამბობს ექიმი.

საქართველოში კორონავირუსი 110 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები