ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 10 000-ს გადასცდა - ამის დამადასტურებელი მონაცემები ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა გამოაქვეყნა.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19-ის ვირუსით 950 ადამიანი გარდაიცვალა, ეს ყველა მაღალი მონაცემია, რაც აქამდე ესპანეთში ყოფილა.
2 აპრილის მონაცემებით, ესპანეთში ახალი კორონავირუსით 110 238 ადამიანის ინფიცირება დადასტურა, აქედან 26 743 გამოჯანმრთელდა, 5 872 ადამიანი კი რთულ ან კრიტიკულ კონდინციაში იმყოფება.
მსოფლიოს მასშტაბით, Covid-19-ით ინფიცირებული 950 425 ადამიანია, აქედან 202 617 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 48 276 - გარდაცვლილი.