ევროკავშირი

ECJ: პოლონეთმა, უნგრეთმა და ჩეხეთმა მიგრანტების არ მიღებით ევროკავშირის კანონები დაარღვიეს

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (ECJ) დაადგინა, რომ პოლონეთმა, უნგრეთმა და ჩეხეთმა შეთანხმების მიუხედავად მიგრანტები მიღებაზე უარის თქმით ევროკავშირის კანონები დაარღვიეს.

2015 წელს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ იტალიისა და საბერძნეთისათვის ტვირთის შესამსუბუქებად 160,000-მდე მიგრანტი სხვა ქვეყნებში უნდა გადაენაწილებინათ. მიგრანტების გადანაწილების სქემა გათვლილი იყო სირიიდან მომავალი თავშესაფრის მაძიებლებისათვის.

ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სამმა ქვეყანამ მათზე დაკისრებული ვალდებულებები არ შეასრულეს. ჩეხეთმა 2,000-ს ნაცვლად მხოლოდ 12 მიგრანტი მიიღო. უნგრეთმა და პოლონეთმა არცერთი მიგრანტი არ მიიღეს.

სასამართლომ და გაითვალისწინა მათი არგუმენტი, რომ არა-ევროკავშირის ქვეყნებიდან მომავალი მიგრანტები მათთვის უსაფრთხოების რისკებს ქმნიდნენ. მოსამართლეების მიხედვით ეს არგუმენტი მისაღები იქნებოდა საუბარი რომ იყოს კონკრეტულ ინდივიდზე, თუმცა არა მთლიან ჯგუფზე.

ევროკავშირის კანონების დარღვევის გამო ევროკომისიას შეუძლია ამ ქვეყნებს ჯარიმა დაუწესოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები