კორონავირუსი საქართველოში

სასწრაფო სამედიცინო დახმარების უმცროს ექიმს COVID-19 დაუდასტურდა

0 კომენტარი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის თქმით, კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების უმცროს ექიმს დაუდასტურდა. 

გოგიტიძის ინფორმაციით, ექიმს COVID-19 მეუღლისგან გადაედო, რომელის საქართველოს ეროვნული ბანკის 7 ინფიცირებულ თანამშრომელს შორისაა.   

"მას გამოუვლინდა სიმპტომები გუშინ. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ბოლოს მორიგეობას ეწეოდა 31 მარტს - სიმპტომები დაეწყო გუშინ", - თქვა გოგიტიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში. 

გოგიტიძის თქმით, შანსი იმის, რომ მისი თანამშრომლები და პაციენტები დაინფიცირებული იქვნენ, დაბალია. მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმები გამოძახებებზე სპეციალური ეკიპირებით დადიან, რის გამოც ინფექციის გადადების შანსი არ არსებობს.

გოგიტიძის თქმით, ვისაც მასთან კონტაქტი ჰქონდა, ყველა პირი იზოლაციაშია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 27 პირი.  

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები