კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში - 28

STR/AFP via Getty Images

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთ პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში, გამოჯანმრთელებულია 28 პირი. 

ინფორმაცია მთვარობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

ქვეყანაში COVID-19-ით იფიცირების 155 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში 5 526 პირია, სტაციონარში - 344.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები