კორონავირუსი თურქეთში

თურქეთში Covid 19-ის დადასტურებული შემთხვევები 20 000-ს გადაცდა, გარდაიცვალა 425 ადამიანი

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულმა შემთხვევებმა 20 921-ს მიაღწია, გარდაიცვალა 425 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადების 2786 და გარდაცვალების 69 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 3 აპრილის მონაცემებით, თურქეთში Covid 19-ის ინფექციით ინფიცირებული 484 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

თურქეთში Covid 19-ის პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება დროებით შეწყდა. მთავრობამ მოუწოდა მოსახლეობას, ვინც ბოლო პერიოდში იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დარჩნენ თვითიზოლაციის პირობებში.

გარდა ამისა, თურქეთმა ჩინეთის, ირანის, სამხრეთ კორეის და იტალიის შემდეგ, ფრენები შეწყვიტა გერმანიის, ესპანეთის, ნორვეგიის, საფრანგეთის, ავსტრიის, დანიის, შვედეთის, ბელგიის და ნიდერლანდების მიმართულებით.

კომენტარები