კორონავირუსი თურქეთში

თურქეთში სკოლები მაისის ბოლომდე არ გაიხსნება

ახალი კორონავირუსის გამო თურქეთში სკოლების გახსნა მაისის ბოლომდე გადაიდო.

თურქეთში საგანმანათლებლო დაწესებულებები 12 მარტს, მას შემდეგ დაიხურა, რაც ქვეყანაში COVID ინფექციის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 21 აპრილს თქვა, რომ თურქეთს სურს, რამადანის დასრულების შემდეგ, მაისის ბოლოდან, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

თურქეთი ერთერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყნად ითვლება კორონავირუსის ეპიდემიის გამო. ქვეყანაში 115 000-მდე დადასტურებული შემთხვევაა ვირუსით ინფიცირების, მათ შორის გარდაცვლილია 3 000 ადამიანი. თუმცა ვირუსით დღიურად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი ბოლო 8 დღის განმავლობაში იკლებს.

კომენტარები