კორონავირუსი

Covid-19-ის გამო თურქეთში 20 წლამდე პირებისთვის კომენდანტის საათი დაწესდა, 31 ქალაქი ჩაიკეტა

0 კომენტარი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფოტო: GETTY IMAGES

თურქეთში კორონავირუსის გამო 20 წლამდე პირებისთვის კომენდანტის საათი დაწესდა. კომენდანტის საათი 3 აპრილიდან ამოქმედდა.

თურქეთში ასევე 31 ქალაქი ჩაიკეტა, მათ შორის, სტამბოლიც. ქალაქები ყველა სახის ავტომობილისთვის ჩაიკეტა, გარდა იმ ტრანსპორტებისა, რომლებიც ტრანზიტულ გასვლას და საკვების, წამლების და სადეზინფექციო საშუალებების მიწოდებას უზრუნველყოფს.

ქალაქები 15 დღით ჩაიკეტა, თუმცა საჭიროების შემთვევაში, ეს ვადა, შესაძლოა, გახანგრძლივდეს.

ერდოღანის განცხადებით, საჯარო სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში და სამუშაოებზე ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა. მისი თქმით, ყველა ღია სივრცეში შეკრებები აკრძალულია.

კორონავირუსის გამო თურქეთმა უკვე შეაჩერა საერთაშორისო მიმოსვლა, შეზღუდა შიდა გადაადგილება, დახურა სკოლები, ბარები და კაფეები, კინოთეატრები, შეაჩერა მასობრივი ლოცვები, სპორტული ღონისძიებები. ერდოღანს სამუშაო დაწესებულებები არ შეუზღუდავს.

მარტის ბოლოს თურქეთში განაცხადეს, რომ 65 წელს გადაცილებულ პირებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ.

4 მარტის ამჟამინდელი მონაცემებით, თურქეთში ახალი ვირუსით დაინფიცირების 20 921 შემხვევა დადასტურდა, გარდაცვლილია 425 პაცინეტი. 484 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები