კორონავირუსი

საქართველოს საელჩო: რომი-თბილისის რეისი 21 აპრილს დაინიშნა, ბილეთები 2 დღით ადრე გაიყიდება

ABC

საქართველოს საელჩო იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას აქვეყნებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს დაინიშნა ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც ავიაკომპანია “საქართველოს ავიახაზები” შეასრულებს. საელჩოს ცნობით, ბილეთები 2 დღით ადრე, ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე https://www.georgian-airways.com გაიყიდება.

"მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები: მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის აუცილებელი ავტოსერთიფიკატი (სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად) ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, შეეძლება, თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან!“,- აცხადებს იტალიაში საქართველოს საელჩო.

კომენტარები