პენიტენციური სისტემა

წულუკიანი: ე.წ მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია მოხდება, პატიმრები რუსთავში გადავიყვანეთ

0 კომენტარი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან პატიმრები რუთავში გადაიყვანეს, რადგან ე.წ მატროსოვის ციხის ინფრასტრუქტურა მოძველებული იყო.

მისივე განცხადებით, დაწესებულების ლიკვიდაციის ბრძანება უკვე გამოცემულია - ის 1-ლ მაისამდე უნდა დასრულდეს. წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოში აღარ იარსებებს ყოფილი საჯარო მოხელეებისთვის თუ მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი სასჯელაღსრულების დაწესებულება.

"მატროსოვის ე.წ ციხე, #9 პენიტენციური დაწესებულება არის მოძველებული დაწესებულება, შენობა არის მძიმე მდგომარეობაში და ამას პირველ რიგში, პატიმრები იტყვიან, ან ისინი, ვინც ამ ციხეში ერთხელ მაინც ყოფილა, თუნდაც ადვოკატის სტატუსით შესული. ჩვენ შარშან დავგეგმეთ ამ ციხის ლიკვიდაციის პროცესი, როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის, სწორედ პატიმრების ინტერესებიდან და ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე,

რუსთავში, მე-12 და მე-16 დაწესებულებების ტერიტორიაზე რეკონსტრუცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შესაბამის კორპუსს, რომელიც არის თანამედროვე სტანდარტის და არის გაცილებით უკეთესი, შედარებაც არ შეიძლება მე-9 დაწესებულებასთან. გუშინ მოხდა ეტაპირება, ყველა ბრალდებული თუ მსჯავრდებული, რომელიც მე-9 დაწესებულებაში იმყოფებოდა, 2 ეტაპად იქნა გადაყვანილი ახალ კორპუსში. გამოცემულია მარტის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება მე-9 დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, რომელიც 1-ლ მაისს უნდა დასრულდეს. ვფიქრობთ, რომ მომავალში ეს დაწესებულება შეუერთდება #12 დაწესებულებას და საქართველოში აღარ იარსებებს მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი პენიტენციური დაწესებულება. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე იქნება განთავსებული #12 დაწესებულებაში, რომლის ნაწილიც მატროსოვის ციხე გახდება 1-ლი მაისიდან",- თქვა წულუკიანმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები