კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: სტიქაროსნისა და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია

ფორმულა

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ ინფიცირებული სტიქაროსნისა და მისი ოჯახის წევრების, მათ შორის ასაკოვანი კაცის მდგომარეობა, ამ ეტაპზე სტაბილურია. 

შეკითხვაზე, თუ რომელ კლასტერს განეკუთვნება სტიქარსონის ოჯახი, ლევან რატიანის ამბობს, რომ ეს მის კომპეტენციას სცდება. 

"მე ვარ მკურნალი ექიმი, საბედნიეროდ, ეს ჩემი შესწავლის საგანს არ წარმოადგენს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპამდე," - თქვა რატიანმა. 

თემქაზე, ზღვის უბანში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სტიქაროსანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ტაძრის წინამძღვარი მამა სერაფიმე ყვება, სტიქაროსანს ინფექცია, სავარაუდოდ, ბაბუისგან გადაედო, რომელსაც ფილტვების ანთება ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაუდგინდა, კორონავირუსი კი - შაბათს, 4 აპრილს. 

მამა სერაფიმეს თქმით, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა სტიქაროსნის ბაბუის კლინიკაში გადაყვანის შესახებ, მან სტიქაროსანს უთხრა, რომ მსახურებას აღარ დასწრებოდა. შესაბამისად, მისივე ინფორმაციით, სტიქაროსანი 5 აპრილს საკვირაო წირვას არ დასწრებია. 

კომენტარები