კორონავირუსი

აშშ ჩინეთს: Covid-19-ზე ინფორმაცია გააზიარეთ, ჩინელებს სიტყვის თავისუფლება მიეცით

მორგან ორტაგუსი
VOA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მორგან ორტაგუსი აშშ-ში ჩინეთის ელჩის ცუი თინექაის მოწოდებას, რომ ჩინეთმა და აშშ-მა კოროავირუსის წინააღმდეგ უნდა ითანამშრომლონ, გამოეხმაურა:

"აშშ მიესალმება ჩინეთის მოწოდებას, რომ Covid-19-ის პანდემიას ერთად ვებრძოლოთ. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ პეკინს, ვირუსზე ყველა ინფორმაცია გააზიარეთ, საერთაშორისო ჯგუფებს უფლება მიეცით გამოიძიონ, თუ როგორ დაიწყო ვირუსის გავრცლეება ჩინეთში და მოქალაქეებს სიტყვის თავისუფლების უფლება მიეცით. ჭეშმარიტი თანამშრომლობა არა მხოლოდ რიტორიკას, არამედ გამჭვირვალობას და რეალურ ქმედებას მოითხოვს".

ახალი კორონავირუსი თავდაპირველად ცენტრალური ჩინეთის ხუპეის პროვინციის ქალაქ ვუხანში 2019 წლის ნოემბერში ან დეკემბრის დასაწყისში გავრცელდა. ჩინეთი ახალ ვირუსზე ინფორმაციას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მალავდა და ინფორმაციას ახშობდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა, თუმცა ახალი ვირუსის წარმომავლობა ჯერჯერობთ უცნობია. ქალაქის ერთერთ პირველ ინფიცირებულებს აკავშირებდათ ზღვის პროდუქტების ბაზარი, სადაც არალეგალურ სექციაში ველური ცხოველები იყიდებოდა.

აშშ ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვაში და სტატისტიკის გაყალბებაში სდებს ბრალს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისიც განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს ინფორმაციას კვლავ უმალავდა, რაც ვირუსით დაინფიცირების შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.

პეკინი პრეტენზიას გამოთქვამს, როდესაც ახალ კორონავირუს, რომელიც თავდაპირველად 2019 წლის ბოლოს სწორედ ჩინეთში, ხუპეის პროვინციის დედაქალაქში ვუხანში გავრცელდა, ჩინეთის ვირუსს ან ვუხანის ვირუსს უწოდებენ და ამას რასიზმს მიაწერენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა შეთქმულების თეორიაც გაავრცელა, რომ ვირუსი ჩინეთის ვუხანის რეგიონში, სადაც ის პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ის არმიამ შეიტანა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი განცხადება მოგვიანებით დაგმო.

კომენტარები