კორონავირუსი და ეკლესია

ინაშვილი: ლიტურგიაც ჩატარდება, წირვაც და ზიარებაც, ისე ნუ იზამთ, მრევლი ძალიან გააბრაზოთ

0 კომენტარი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ აღდგომის დღესასწაულზე ლიტურგიაც ჩატარდება, წირვაც და ეზიარებიან კიდეც. ინაშვილის თქმით, ეკლესიამ და მრევლმა ძალიან მაღალი კულტურა აჩვენა. 

"დისტანცირებაც დაცულია, გახმოვანებაც დაცულია, ეკლესია თანამშრომლობს ხელისუფლებასთან, სამედიცინო პერსონალთან. ზოგი ისე ნუ იზამთ, რომ ძალიან გააბრაზოთ მრევლი, არ არის ამის დრო,“- თქვა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილის აზრით, კომენდანტის საათი ლიტურგიასთან არის კავშირში, რომ ადამიანებს წირვაზე მისვლა გაუჭირდეთ. 

„რაც შეეხება კომენდანტის საათს, ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება და მეჩვენება, რომ ლიტურგიასთან არის კავშირში, რომ ადამიანებს წირვაზე მისვლა გაუჭირდეთ. პირიქით, ჩვენ ახლა უნდა ვეზიაროთ. ეკლესია ლოცულობს მართლმორწმუნე მთავრობისა და მხედრობისთვის და ამ მთავრობას და მხედრობას რა ემართება. ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ არ წავალ წირვაზე და არ წავალ წირვაზე, პირიქით, მეტი მოწოდება უნდა იყოს მთავრობისგან, რომ წავალთ და ვეზიარებით,"– ამბობს ინაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ე.წ კომენდანტის საათია გამოცხადებული და გარეთ გასვლა აკრძალულია, ასევე, დაუშვებელია, 3 პირზე მეტის შეკრება, ვინაიდან ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა.

დახურულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობს რკინიგზა, დახურულია სავაჭრო ობიექტები, აგრარული ბაზრები. ქობულეთის გარდა, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო ჩაკეტილია მარნეული, თერჯოლა და ბოლნისი. თუმცა, ეკლესია კანონს არ ემორჩილება და მათ ამისკენ არც ხელისუფლება მოუწოდებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები