კორონავირუსი

თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლა 10 დღით იკრძალება

საქართველოს მთავრობა

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში შესვლა-გამოსვლა 10 დღით იკრძალება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები 15 აპრილის 21 საათიდან ამოქმედდება. პრემიერმა აღნიშნა, რომ აკრძალვა არ ეხება ქალაქებში შიდა გადაადგილებას.

პრემიერის თქმით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელება დაიწყო. ამის გამო, გიორგი გახარია პრეზიდენტს მიმართავს, საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაახანგრძლივოს.

31 მარტიდან ქვეყანაში "ფაქტობრივი კარანტინი" და კომენდანტის საათი მოქმედებს. მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული მარნეული, ბოლნისი, ლენტეხი, ქობულეთის ოთხი და ხაშურის ერთი სოფელი.

საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 69 და გარდაიცვალა 3 ადამიანი.

კომენტარები