აღდგომა 2020

ტაბულას სააღდგომოდ თბილისის სამი ტაძარი დაკეტილი დაუხვდა

0 კომენტარი
ჯვართამაღლების ტაძარი, რომელიც როგორც წინამძღვარმა მამა თეოდორე გიგნაძემ დააანონსა, დაკეტილია ფოტო: ტაბულა

ტაბულა თბილისის ტაძრების ნაწილი მოიარა და აღმოაჩინა, რომ მათგან სამი ტაძარი:

დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი, ჯვართამაღლების ტაძარი და წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია დაკეტილია.

დიდუბის ტაძარში 21:00-მდე ტაძრის კარის გაღებას მრევლის რამდენიმე წარმომადგენელი ელოდებოდა. მოგვიანებით, ტაძარი დაკეტილი დაგვხვდა. არავინ იდგა ეზოშიც. ჯვართამაღლების ტაძარში ტაბულას განუცხადეს, რომ ტაძარი დაკეტილია. ხოლო მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიის დახურვის შესახებ მისმა წინამძღვარმა, ალექსანდრე გალდავამ, წინასწარ განაცხადა.

მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრების უმრავლესობაში, რომელიც ტაბულამ მოიარა - მრევლის სიხალვათე ჩანს.

სააღდგომო ღამისთევის ლიტურგიისთვის მრევლის ნაწილი ეკლესიებში 21:00 საათამდე შეიკრიბა. ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, ისინი ტერიტორიას დილის 06:00 საათამდე ვერ დატოვებენ. 

აღდგომა ქრისტიანებისთვის უმთავრესი დღესასწაულია და ამ დღეს, როგორც წესი, მორწმუნეთა დიდი ნაწილი ეკლესიებში იკრიბება, თუმცა, ახალი კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეების გამო, დიდ ტაძრებში მათი რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული. 

მრევლის მცირე რაოდენობისა და მათ შორის დაცული ფორმალური დისტანციის მიუხედავად, ეპიდემიური აფეთქების შანსი კვლავ რეალურია, ვინაიდან წირვის მიწურულს ეკლესიებში შეკრებილი მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

გარდა ამისა, მრევლის დიდი რაოდენობა უკვე იყო წარმოდგენილი ბზობის, ხარებისა და დიდი ხუთშაბათის წირვა-ლოცვაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები