კორონავირუსი საქართველოში

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი: 2 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის კახა ბეროზაშვილის თქმით, კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა წუხელ, 18 აპრილს, დადასტურდა. მისივე თქმით, ერთის წყარო უცნობია, ხოლო მეორე ბოლნისის კლასტერიდან არის. ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

"სხვა მხრივ, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. საშუალო სიმძიმისაა. განსაკუთრებული შემთხვევები არ გვაქვს, ამ ეტაპზე"- თქვა ექიმმა და აღნიშნა, რომ 30 პაციენტს ჩაუტარდება კვლევა, რომლის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ამ ეტაპზე 38 პაციენტი წევს.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 394 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 86 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები