კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: საქართველოში გვყავს ერთი Covid-ინფიცირებული პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი სახლში მკურნალობს. რუსთავი ორის გადაცემა ღამის კურიერში იმნაძემ თქვა, რომ პაციენტი ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც ვირუსი უკვე გადატანილი აქვს.

"ჩვენ უკვე არის ისეთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. არ გაგვიჟღერებია აქამდე. საქართველოში არის ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს... ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელმაც უკვე გადაიტანა კორონავირუსი. გვაქვს ეს პრეცედენტი უკვე"- თქვა იმნაძემ. 

საქართველოში კორონავირუსი 408 ადამიანს აქვს დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 97 და გარდაიცვალა 4 პაციენტი.

კომენტარები