პაციენტების მდგომარეობა

ეზუგბაია: ერთი ახალი პაციენტი გვყავს, რომლის ინციფირების წყაროც დადგენილი არ არის

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, პირველი თებერვლიდან დღემდე, 800-ზე მეტი პაციენტმა მიიღეს ცენტრში, როგორც შესაძლო შემთხვევა. მათ შორის დადასტურდა 101 შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელებულია - 56.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფექციურში 42 პაციენტი მკურნალობს. მათგან 17 აქვს მძიმე პნევმონია, დანარჩენებს საშუალო ან მსუბუქი ფორმა. 

"კრიტიკული პაციენტები, რომლებიც გამოვიყვანეთ კრიტიკული მდგომარეობიდან და ამ ეტაპზე უკვე განიხილებიან მძიმე პაციენტებად,  სტაბილურ მდგომარეობაში არიან, დინამიკა უმჯობესდება", - ამბობს ეზუგბაია.

ზუგბაია ასევე ამბობს, რომ ინფექციურში ერთი ახალი პაციენტი მოთავსდა გუშინ და მისი ინფიცირების წყარო დადგენილი არ არის. 

რაც შეეხება პაციენტს, რომელიც 5 მარტიდან მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში, ეზუგბაია ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"მასთან ჩატარებული ტესტირებით მიღებულია უკვე ისეთი დაბალი კონცენტრაციით ვირუსი, დარწმუნებული ვარ ხვალ ზეგ მასთან უარყოფითი პასუხი გვექნება", - ამბობს ეზუგბაია.

საქართველოში კორონავირუსის 431 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 114 გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა.

 

კომენტარები