ახალი კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 4 ახალი პაციენტი ბოლნისის კლასტერიდანაა

0 კომენტარი
ფოტო: ტვ. პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკაში დადასტურებული კორონავირუსით 4 ახალი პაციენტი მოათავსეს. 4-ვე პაციენტი ბოლნისის კლასტერიდანაა, ისინი ოჯახის წევრები და ოჯახის ახლობლები არიან.

ახალი პაციენტებიდან ერთი 80 წელს გადაცილებულია, ხოლო ერთერთი - არასრულწლოვანი.

კლინიკაში, 25 აპრილის მონაცემებით, 7 არასრულწლოვანი მკურნალობს.

კლინიკის სამეურვეო საბჭოს წევრის, მაკა სოლოღაშვილის ცნობით, სულ, ამ ეტაპზე, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 48 პაციენტია მოთავსებული, აქედან 26-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსი.

მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან 3-ის მდგომარეობა საყურადღებოა, ერთი პაციენტი მძიმეა, ხოლო დანარჩენი პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 12 ადამიანს გამოუვლინდა. ამ მონაცემებით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 456-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 132 და გარდაიცვალა 5 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4 949 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 555.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები