საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ინფრომაციია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.
სხვა დეტალებზე ამ დროისთვის უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.
ცინარიძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას 2015 წლის აგვისტომდე იკავებდა.