Daft Punk

დარიო არჯენტოს ახალი ფილმისთვის მუსიკას Daft Punk დაწერს

ტაბულა

საშინელებათა ჟანრის ლეგენდის, დარიო არჯენტოს ახალ ფილმისთვის მუსიკას ფრანგული ელექტრონული დუეტი Daft Punk დაწერს.

რეჟისორი ფილმზე Occhiali neri მუშაობს. ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში არჯენტომ აღნიშნა რომ Daft Punk-ის წევრები დაუკავშირდნენ და სურათისთვის საუნდტრეკის დაწერა შესთავაზეს. 

მუსიკოსები უკვე გაეცნენ სცენარს და რამდენიმე კომპოზიცია დაწერეს. 

მომავალ ფილმში მთავარ როლს რეჟისორის შვილი აზია არჯენტო შეასრულებს. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ჯგუფმა Daft Punk საუნდტრეკზე უკანასკნელად 2010 წელს იმუშავა, როდესაც სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი Tron: Legacy მუსიკალურად გააფორმა.

კომენტარები