კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზი - ფოტოები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან

0 კომენტარი
ფოტო: ლაშა კუპრაშვილი

ქართველმა ფოტოგრაფმა, ლაშა კუპრაშვილმა, თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ის ექიმები და სხვა მედპერსონალი გადაიღო, რომლებიც საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების დღიდან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ჩვენი თანამოქალაქეების გადასარჩენად. 

"კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანები, რომლებმაც დაავადებულების გადასარჩენად, დროებით, უარი თქვეს ოჯახსა და სიმშვიდეზე...

ინტენსიურ განყოფილებაში ყოფნა, სპეციალური ეკიპირებით, დახურულ სივრცეში, სასმელი წყლის გარეშე და უდიდესი შრომის გაწევა ემსახურება ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფების კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ადამიანები მხოლოდ იმიტომ გავიმარჯვებთ ამ ვირუსზე, რომ ამ ადამიანების შრომა და თავგანწირვა არ იყოს უშედეგო", - წერს ფოტოგრაფი Facebook-გვერდზე. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 511 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი - გარდაიცვალა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები