კორონავირუსი შვედეთში

WHO-ს წარმომადგენელი: შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მომავლის მოდელს წარმოადგენს

0 კომენტარი
მაიკ რაიანი.

WHO-ს მედიცინის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის მაიკ რაიანის თქმით, შვედეთის შემთხვევა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში მომავლის მოდელს წარმოადგენს.

"თუ სიტუაციის ნორმალიზებას მოვახერხებთ, ჩემი აზრით, შვედეთი მრავალი კუთხით მომავლის მოდელს წარმოადგენს - თუ გვსურს იმ საზოგადოებაში დაბრუნდება, სადაც ქვეყნები დახურული არ არის", - თქვა მაიკ რაიანმა.

მისი თქმით, შვედეთი საკუთარ მოსახლეობას ენდო სოციალური დისტანცირებისა და თვითრეგულირების საკითხებში და "მასთან თანამშრომლობის" გზით გადაწყვიტა ეპიდემიასთან ბრძოლა.

"რაც ამ ქვეყანამ განსხვავებულად გააკეთა, არის ის, რომ [შვედეთი] ძალიან ენდობა ურთიერთობას მოქალაქეებთან, მათ უნარსა და მზაობას, რომ თავად, საკუთარი სურვილით დაიცვან სოციალური დისტანცირება და დაარეგულირონ საკუთარი თავები.

ისინი აკეთებენ ტესტირებებს, მნიშვნელოვნად შეამცირეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებების დატვირთვა. ასევე, მათ ჯანდაცვის სისტემას ყოველთვის რჩებოდა შესაძლებლობა, ახალი კორონავირუსით ინფიცირების იმდენ შემთხვევას გამკვლავებოდა, რამდენიც ქვეყანაში გამოვლინდებოდა”, - თქვა მაიკ რაიანმა.

შვედეთმა კრიზისის მართვის სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებული გზა აირჩია - სკოლები არ დაკეტილა, ბიზნესების უმეტესი ნაწილი, მათ შორის რესტორნები და ბარები, ღიაა, მოქალაქეებს კი გადაადგილების უფლება შეზღუდული არ აქვთ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შვედეთში ახალი კორონავირუსის 20 000 შემთხვევაზე მეტია დადასტურებული, გარდაცვლილია 2 400 ადამიანზე მეტი.

წაიკითხეთ შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგის და არჩეული სტრატეგიის ავტორის, ანდერს ტეგნელის ინტერვიუ, რომელიც ხსნის, რატომ აირჩია ქვეყანამ ეს მეთოდი და რატომ ჰყავთ უფრო მეტი გარდაცვლილი, ვიდრე მეზობელ ქვეყნებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები