აშშ-საქართველო

დეგნანი: ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები სიცრუე და უპასუხისმგებლობაა

0 კომენტარი
კელი დეგნანი ფოტო: dvidshub.net

საქართველოში აშშ-ის ელჩი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ლუგარის კვლევით ცენტრზე თავდასხმის გამო. ამის შესახებ დეგნანმა სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ისაუბრა. 

"ძალიან შეშფოთებული ვარ გარკვეული დეზინფორმაციის გამო, რომელსაც ვეცნობი. ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის", - თქვა დეგნანმა.

ელჩის თქმით, ყველამ ნახა ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ. მისი აზრით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა ძალიან კარგად იმუშავეს დიაგნოსტირებისა თუ ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველ ხალხს პასუხისმგებლიანად შესძლებოდა ვირუსის შეკავება. 

"ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ თავდასხმები, უბრალოდ, სიცრუე და უპასუხისმგებლობაა. ძალიან ვწუხვარ, როდესაც ამას ვხედავ", - თქვა დეგნანმა. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში ლუგარის კვლევითი ცენტრი საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის მთავარ საყრდენს წარმოადგენს. ამ ფონზე რუსეთის მხრიდან ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების ახალი ტალღა დაიწყო.

მაგალითად, 17 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ მოსკოვმა იცის ვაშინგტონის მიერ საქართველოსათვის ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო კვლევების გაფართოების შეთავაზების შესახებ.

კახეთის გზატკეცილზე მდებარე ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებით აღჭურვილი კვლევითი ცენტრი რუსულმა პროპაგანდამ მთავარ სამიზნედ ჯერ კიდევ იმ დროიდან ამოიღო, სანამ ქართულ-ამერიკული პროექტი სრულყოფილ სახეს მიიღებდა.

როგორ შეიქმნა ლუგარის ლაბორატორია, რა მისია აქვს მას და რატომ ებრძვის რუსეთი, ვრცლად წაიკითხეთ აქ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები