კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სულ - 7

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი 83 წლის კაცია.

"უმძიმესი პაციენტი იყო. იყო აპარატულ სუნთქვაზე, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ორივე თირკმლის უკმარისობა, გულის უკმარისობა, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი. კიდურები ჰქონდა მოკვეთილი", - ამბობს ტურძელაძე.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 207 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით 7 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები