კორონავირუსი საქართველოში

ტურძელაძე: მე-7 გარდაცვლილი 83 წლის კაცია, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, იყო უმძიმესი პაციენტი

ტვ. პირველი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაცით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-7 პაციენტი 83 წლის კაცია.

"გადმოყვანილი იყო აპრილის დასაწყისში თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან. უმძიმესი პაციენტი იყო. იყო აპარატულ სუნთქვაზე, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, ორივე თირკმლის უკმარისობა, გულის უკმარისობა, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი. კიდურები ჰქონდა მოკვეთილი", - უთხრა ტურძელაძემ ტაბულას.

საქართველოში კორონავირუსით მე-7 პაციენტი დღეს, 1 მაისს გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 207 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.

კომენტარები