ემა სტოუნი

ემა სტოუნმა შფოთვით აშლილობასთან ბრძოლის ხერხებზე ისაუბრა

Times Magazine

ამერიკელმა მსახიობმა, ლა ლა ლენდის ვარსკვლავმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც შფოთვით აშლილობასთან ბრძოლის საკუთარ ხერხებზე ისაუბრა.

ვიდეო კამპანიის #WeThriveInside ფარგლებშია ჩაწერილი, რომელიც შფოთვით აშლილობასთან ბრძოლასა და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კამპანიას სამედიცინო ინსტიტუტი Child Mind Institute ხელმძღვანელობს.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=65&v=pz7Khyq88hY&feature=emb_logo]

"გამარჯობა, მე ემა სტოუნი ვარ, ამ ვიდეოს Child Mind Institute-თან თანამშრომლობით ვწერ. შფოთვით აშლილობასთან ბრძოლის რამდენიმე მეთოდი მაქვს. ახალ ავტორებს ვეცნობი, ისეთს ავარჩევ, რომლის არც ერთი ნაწარმოებს არ ვიცნობ, ჯერ მოთხრობებს ვკითხულობ, შემდეგ ნოველებს, სრულიად ახალ სამყაროში გადავდივარ და ამით ვერთობი. ასევე ვმედიტირებ, როგორც აღმოჩნდა მედიტაცია ჩემს შფოთვით აშლილობას ძალიან შველის, დღეში 10-20 წუთი მანტრის კითხვა ჩემთვის საკმარისია, ბევრი ონლაინ ჯგუფია, სადაც მედიტაციას ადვილად ისწავლით. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კი ცეკვაა, მუსიკას ვრთავ და მთელს სახლში ვცეკვავ. ბოლო რჩევა ჩემგან - ტექნიკას ვიყენებ, რომელსაც brain dump ჰქვია, ყველაფერს ვიწერ რაც მაწუხებს, შემდგომში არ ვუბრუნდები და არ ვკითხულობ, უბრალოდ ვწერ, ძირითადად ძილის წინ. დაძინებამდე მთელი პრობლემების და შფოთის გამოშვება ძალიან მშველის. გისურვებთ ჯანმრთელობას, მიყვარხართ,"-ამბობს ვიდეომიმართვაში მსახიობი.

აქციაში #WeThriveInside ჩართვას მსახიობები ჯონა ჰილი, მარგო რობი და ენდრიუ გარფილდი გეგმავენ.

კომენტარები