ახალი კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: ტურიზმის აღდგენის გეგმის ფარგლებში გიდებსაც დავეხმარებით

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ტურიზმის აღდგენის გეგმის ფარგლებში სახელმწიფო გიდებსაც დაეხმარება.

მისი თქმით, ეს არის საკმაოდ მრავალფეროვანი და ძალიან სპეციფიკური ჯგუფი ადამიანებისა, სპეციალისტებისა, მიკრომეწარმეებისა, რომლებიც დიდ პროდუქტს ქმნიდნენ საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაში.

თურნავა ამბობს, რომ ხელისუფლება მათთვის პროგრამას ამუშავებს, რომლის მიხედვითაც, მათი იდენტიფიცირება, რეგისტრაცია და გადამზადება მოხდება. ასევე, მისი თქმით, გიდები ჩაერთვებიან მცირე ბიზნესის და მიკრო-გრანტების პროგრამებში.

"ასევე, ხელს შევუწყობთ გიდების დასაქმების პროგრამას, რომელიც მათ შესთავაზებს ალტერნატიულ შესაძლებლობებს იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება განვითარების და ძველი ნიშნულის აღდგენის პროცესში. მათი უფრო ფართო ჩართვა არსებული მცირე ბიზნესის პროგრამებში, მიკრო-გრანტებში, სერტიფიცრება და ხარისხი, გადამზადება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მივცემთ შესაძლებლობას, უფასოდ წავიდნენ მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და მსგავს ობიექტებზე. ეს ობიექტები ყველაზე სწრაფად ამოქმედდება", - თქვა თურნავამ ტურიზმის გახსნის გეგმის პრეზენტაციაზე.

კომენტარები