დედპული

დედპულის პროდიუსერები კასკადიორის სიკვდილის გამო დააჯარიმეს

0 კომენტარი
ფოტო: Global News

საპროდიუსერო კომპანია TCF Vancouver Productions Ltd, რომელიც დედპულის მეორე ნაწილის შექმნაში მონაწილეობდა, კასკადიორების პროფკავშირმა 289,562 დოლარით დააჯარიმა. 

ინციდენტი 2017 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც ბლოკბასტერის გადასაღებ მოედანზე 32 წლის კასკადიორი ჯოი ჰარისი მოტოტრიუკის შესრულების დროს დაიღუპა. ჰარისი მსახიობის ზაზი ბიტცის დუბლიორი იყო. 

უბედური შემთხვევის შემდეგ წამოწყებული გამოძიება ახლახანს დასრულდა. საგამოძიებო კომიტეტმა რამდენიმე დარღვევა, მათ შორის დამცავი ჩაფხუტის გარეშე მოტოციკლეტის ტარება, გამოავლინა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები