კორონავირუსი იტალიაში

10 მაისს იტალიაში Covid 19-ის 802 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 მარტის შემდეგ ყველაზე ცოტა

FT

ბოლო ორი თვის მანძილზე პირველად, იტალიაში Covid 19-ის 1000-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 10 მაისს ქვეყანაში კორონავირუსი 802 ადამიანს დაუდასტურდა, რაც 6 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მონაცემია. 

ასევე, გასული 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 165 ადამიანი დაიღუპა - 9 მარტის შემდეგ, ყველაზე ნაკლები. 

სულ იტალიაში კორონავირუსული ინფექცია 219 070 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან 105 186 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 560 გარდაიცვალა.

ქვეყანა ორი თვის მანძილზე მკაცრ საკარანტინე რეჟიმზე იყო გადასული. 4 მაისიდან, იტალიაში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

კომენტარები