სოფია კოპოლა

სოფია კოპოლა სერიალს გადაიღებს

The Economist

ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი, ფრენსის ფორდ კოპოლას შვილი, სოფია კოპოლა სერიალს გადაიღებს.

თარგმანში დაკარგულების რეჟისორი სტრიმინგ სერვისისთვის Apple+ მინისერიალს გადაიღებს, რომელიც ედიტ უორტონის წიგნის Custom Of The Country ეკრანიზაცია იქნება.

1913 წელს დაწერილი რომანის მთავარი გმირი ამბიციური ახალგაზრდა ქალი უნიდინა სპრაგია, რომელიც ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების წრეებში მოხვედრას ცდილობს.

უნიდინა სპრაგი კოპოლას ერთ-ერთი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟია. რეჟისორი მრავალსერიან ფორმატში ძალებს პირველად მოსინჯავს.

კოპოლას უკანასკნელი მხატვრული ფილმი On The Rocks მიმდინარე წელს ასევე Apple+-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

კომენტარები